სხვა

ნაკრები

ჰოლანდია - გერმანია. სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

გერმანიამ ჰოლანდიის წინააღმდეგ 40 შეხვედრა გამართა. უფრო მეტჯერ მანშაფტი მხოლოდ შვეიცარიელებს ხვდებოდა (51-ჯერ). ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონმა ნარინჯისფერებს 15 მატჩი მოუგო, 15 შეხვედრაში ფრე დაფიქსირდა და 10 მეტოქეს სასარგებლოდ დასრულდა.

საღამოს მანშაფტმა შეიძლება თავისი საიუბილეო 200-ე გასვლითი გამარჯვება იზეიმოს. ამ მომენტისთვის გერმანელებს 369 მატჩში 199 მოგება დაუგროვდათ.

ჰოლანდიასთან მატჩში იოაჰიმ ლიოვი მანშაფტს 168-ედ უხელმძღვანელებს, რაც ნაკრების ისტორიაში რეკორდს ტოლფასი იქნება. საღამოს იოგი ლეგენდარულ ზეპ ჰერბერგერს გადაუსწრებს (167 მატჩი). მსოფლიო ფეხბურთში რეკორდი ოსკარ ტაბარესს ეკუთვნის, რომელმააც ურუგვაის ნაკრებს 192 შეხვედრაში უხელმძღვანელა.

მანშაფტის უკანასკნელი 9 ბურთი 9 სხვა და სხვა ფეხბურთელმა შეაგდო (საუდის არაბეთის ავტოგოლის ჩათვლით).

ნაკრების უკანასკნელ 10 შეხვედრაში მონაწილეობა მხოლოდ ტიმო ვერნერმა მიიღო. მაგრამ 2018 კალენდარულ წელს ნაკრების მიერ ჩატარებულ ყველა 8 მატჩში სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ იოზუა კიმიხი გამოდიოდა.

ბოლოს მანშაფტში სადებიუტო შეხვედრაში ბურთის გატანა ნიკო შულცმა შეძლო. მან ზინსჰაიმში პერუს კარები დალაშქრა. ნიკო შულცამდე სადებიუტო შეხვედრის გოლით აღნიშვნა სერჟ გნაბრიმ შეძლო. 2016 წლის ნოემბერში ბაიერნის ნახევარმცველმა სან მარინოს 3 ბურთი გაუტანა. რაც შეეხება მცველებს, ბოლოს ამის გაკეთება კრისტიან პანდერმა შეძლო. 2007 წლის აგვისტოში მან ინგლისის ნაკრების კარები აიღო.

ჰოლანდიის ნაკრებმა უკანასკნელი საშინაო 6 მატჩიდან 5 მოიგო. ნარინჯისფერებმა მხოლოდ ინგლისთან დამარცხდნენ (0:1). რონალდ კუმანის მოსვლის შემდეგ ჰოლანდიამ 2 მოგება მოიპოვა, 2 შეხვედრა ფრედ დაასრულა და 2 მარცხი იწვნია.

13-10-2018