სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

რიბერი: "ბაიერნი მიყვარს და ბაიერნსაც ვუყვარვარ"

"ფრანკ რიბერი გასული მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი იყო. მშვენივრად ითამაშა. დუბლი მიითვალა. გუნდის თითქმის ყველა შეტევის ორგანიზატორი იყო", შეაქო ვეტერანი ფეხბურთელი ჰასან სალიჰამიჯიჩმა.

"რიბერის დიდ მადლობას ვუხდი. შთაბეჭდილება მრჩება, რომ მას მხოლოდ 22 წელი შეუსრულდა", იხუმრა თომას მიულერმა.

"ბებერი ფეხბურთელები არ არსებობენ. არიან კარგი და ნაკლებად კარგი მოთამაშეები. გასული კვირის განმავლობაში ყველა დარწმუნდა, რომ ფრანკი ძალიან კარგი ფეხბურთელების რიცხვს მიეკუთვნება", დაამატა კარლ-ჰაინც რუმენიგემ.

"ფრანკი - ფანტასტიური ფეხბურთელია. მინდორზე, ვარჯიშებზე ბოლომდე იხარჯება. კლუბისთვის და გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა", აღნიშნა ნიკო კოვაჩმა.

"გუნდისთვის 100%-ით ვიხარჯები. აქ უკვე თითქმის 12 წელია ვთამაშობ. ბაიერნი მიყვარს და ბაიერნსაც ვუყვარვარ. ახლა შვებულებით უნდა დავტკბე. გუნდს ეს ჭირდება. ბევრს ვშრომობ. გასულ წელს ტრავმები არ მიმიღია. იმედია, რომ მომავალ წელსაც არ მივიღებ. 2019 წლის სტარტიც კარგი უნდა გვქონდეს ", ხაზი გაუსვა ფრანკფურტთან მატჩის გმირმა.


24-12-2018