სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

გუნდი საშობაო შვებულებაში გავიდა

"დორტმუნდის დევნას განვაგრძობთ. ფრანკფურტთან მატჩის წინ გუნდის წინაშე მეორე ადგილზე გასვლის ამოცანა იდგა. დორტმუნდისგან ჩამორჩენა არ გვსურდა. გასულ შეხვედრაში ბურთების შეფარდება გავაუმჯობესეთ. მიღწეული გამარჯვება ბაიერნს სარგებელს მოუტანს", განაცხადა კარლ-ჰაინც რუმენიგემ.

"პირველ 20 წუთში გუნდმა ვერ ითამაშა ისე, როგორც ამას ველოდი. შემდომში შეხვედრაში გარდატეხა შევიტანეთ. ბურთს უფრო სწრაფად ვანაწილებდით. მეტოქეს პრესინგის გამოყენების საშუალებას არ ვაძლევდით", დაამატა ნიკო კოვაჩმა.

"გულშემატკივრებისთვის საინტერესო მატჩი გამოდგა. აინტრახტი გუნდია, რომელსაც რისკზე წასვლა შეუძლია. სწორ დროს სწორი ნიშანი დავსვით. უკანასკნელ შეხვედრებში კარგი სერია გვქონდა. ამისთვის ყოველთვის მივესწრაფებოდით. კომფორტულ ზონაში დაბრუნება სასიამოვნოა. ახლა სეზონის მეორე ნახევრისთვის კარგი მომზადება და სრული კონცენტრაცია გვმართებს. ყველას შობის დღესასწაულს გილოცავთ", დაასრულა თომას მიულერმა.

ბაიერნის ფეხბურთელებს 13-დღიანი შვებულება დაეწყოთ. 4 იანვარს რეკორდმაისტერი შეკრებაზე გაემგზავრება, რომელიც დოჰაში გაიმართება.


24-12-2018