სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ჰუთერი: " საკუთარ შეგირდებთან პრეტენზიები არ გამაჩნია"

"ვთვლი, რომ პირველ ნახევარ საათის განმავლობაში მინდორზე უკეთესი გუნდი ვიყავით. წინ გასვლის შესაძლებლობები გვქონდა. პირველ გატანილ ბურთში ბაიერნმა საკუთარი დონე აჩვენა. საუკეთესო მონაკვეთი არ გვქონდა, მაგრამ ანგარიშის გათანაბრებას მაინც ვცდილობდით. ვაღიარებ, რომ გასულ შეხვედრაში საუკეთესო გუნდმა გაიმარჯვა. მაგრამ საკუთარ შეგირდებთან პრეტენზიები არ გამაჩნია. გაბედულად თამაშობდნენ და ბევრს უტევდნენ. ვთვლი, რომ დიდი ანგარიში დამსახურებულს ოდნავ არ შეესაბამება", განაცხადა ფრანკფურტის მწვრთნელმა ადი ჰუთერმა.

"შეხვედრა კარგად დავიწყეთ. გაბედულად და აგრესიულად ვთამაშობდით. რამდენიმე მომენტი გვქონდა, რომლების გამოყენება გვმართებდა. ყველასთვის ცნობილია, რომ ბაიერნთან ანგარიშის გათანაბრება ძალიან რთული საქმეა. მეორე ტაიმზე დიდი მიზნები გვქონდა, მაგრამ რეალური სახიფათო მომენტების შექმნა ვერ მოვახერხეთ. გასულ შეხვედრაში უფრო მეტის მიღწევა შეგვეძლო. საჭირო ქულების აღება ვერ მოვახერხეთ", დაამატა დანი და კოსტამ.


23-12-2018