სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნი მეორე ადგილზე გადავიდა

10 წუთის განმავლობაში ფრანკფურტმა გაგვანერვიულა. მეტოქემ ზედიზედ რამდენიმე მომენტი შექმნა, მაგრამ ნოიერმა და ზულემ ბაიერნი გადაარჩინეს.

შემდგომში მიუნხენელებმა მატჩში გარდატეხა შეიტანეს და 35-ე რიბერიმ ბურთი შეაგდო. ტაიმის დასრულებამდე რეკორდმაისტერს კიდევ რამდენიმე შანსი ჰქონდა, მაგრამ შესვენებამდე ანგარიში არ შეცვლილა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ლევანდოვსკის ანგარიში უნდა გაეზარდა, მაგრამ პოლონელმა მომენტი ვერ გამოიყენა.

61-ე წუთზე ბაიერნი გოლს გადაურჩა. და კოსტას ბურთი უნდა შეეგდო, მაგრამ ვერ მოახერხა.

"არწივები" რიბერის ძალიან უხეშად ეთამაშებოდნენ, მაგრამ ფრანგი ბოლომდე მაინც იხარჯებოდა.

78-ე წუთზე რიბერიმ დუბლი მიითვალა. ფრანგს დარტყმა ვერ გამოუვიდა, მაგრამ ძელის შემდეგ ბურთი კარებში მაინც შეგორდა, 0:2!

მატჩის მიწურულს რაფინია ფლანგიდან გადაცემას ასრულებდა, მაგრამ ბურთი აეჭრა და ბადეში ჩაეშვა, 0:3! ტრაპი უძლური აღმოჩნდა.

სატურნირო ცხრილში რეკორდმაისტერი მეორე ადგილზე გადავიდა!


22-12-2018