სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

საღამოს, წლის დასკვნით შეხვედრაში, ბაიერნი გასვლაზე ფრანკფურტში აინტრახტს შეხვდება. მიუნხენელებს ნიკო კოვაჩის ყოფილ შეგირდებთან დაპირისპირებაში აუცილებლად გამარჯვების მოპოვება და 2018 წლის დასრულება მაჟორულ ნოტაზე სურთ. ბაიერნის სასარგებლოდ ის ფაქტი მეტყველებს, რომ რეკორდმაისტერი უკანასკნელად აინტრახტთან 8,5 წლის წინ დამარცხდა (1:2, 2010 წლის 20 მარტს).

მიმდინარე სეზონის გასვლით შეხვედრებში ბაიერნი მშვენივრად ასპარეზობს: 18 მოპოვებული ქულით ნიკო კოვაჩის გუნდი ჩემპიონატში საუკეთესოა. უკანასკნელი 2 გასვლითი მატჩი მიუნხენელებმა თავის სასარგებლოდ დაასრულეს - 2:1 ვერდერთან და 4:0 ჰანოვერთან. მიმდინარე ჩემპიონატში გუნდს ზედიზედ სამი გასვლითი გამარჯვების მოპოვება ჯერ ვერ გამოსდიოდა. აქედან გამომდინარე ბაიერნის მიზანი ნათელია.

ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა მთლიანად ბაიერნის სასარგებლოდ ფიქსირდება: 94 ჩატარებული შეხვედრიდან მიუნხენელებმა მეტოქე 51-ჯერ დაამარცხეს (22 ფრე და 21 წაგება). აინტრახტს ნებიესმიერი სხვა გუნდისგან ამდენი მარცხი (51) და გაშვებული გოლი (183) არ მიუღია.

აინტრახტის თავდასხმელი ლუკა იოვიჩი 14 მატჩში გატანილი 12 ბურთით კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებს. 17 ტურის შემდეგ 21 წლის სერბი პაკო ალკასერთან ერთად ბომბარდირთა დავაში საუკეთესო მაჩვენებელს ფლობენ. რობერტ ლევანდოვსკი 10 გოლით მესამე ადგილზე იმყოფება. აღსანიშნავია, რომ გერმანიის სუპერთასის მატჩში ლევანდოვსკიმ ჰეთ-ტრიკი შეასრულა. ბუნდესლიგაში 12 შეხვედრის განმავლობაში ფრანკფურტელებს ბაიერნისთვის ამდენი ბურთი არ გაუტანია.

16 ტურის შემდეგ ფრანკფურტმა 27 ქულა დააგროვა, და ბაიერნის დამარცხების შემთხვევაში, "არწივები", უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში, საუკეთესო პირველ წრეს აღნიშნავენ. 2012/13 წწ. გუნდმა არმინ ფეს ხელმძღვანელობით 30 ქულა დააგროვა და ზამთრის შესვენებაზე მეექვსე ადგილის მოპოვებით გავიდა. ნიკო კოვაჩის გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს შედეგი არ გამეორდეს.


22-12-2018