სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბობიჩი: "სტადიონი ციხე-სიმაგრეს დაემსგავსება"

"ვფიქრობ, რომ ყველა ფეხბურთელი თამაშს შეძლებს", განაცხადა ფრანკფურტის მწვრთნელმა ადი ჰუთერმა. "უკანასკნელი თვეების განმავლობაში დავამტკიცეთ, რომ საკუთარ კედლებში ბევრი რამის მიღწევა შეგვიძლია. საშობაო დღესასწაულების წინ საკუთარი გულშემატკივრების გაბედნიერებას ვეცდებით", დაამატა კევინ ტრაპმა. "3 ქულის მოსაოპოვებლად ვიბრძოლებთ. სტადიონი ციხე-სიმაგრეს დაემსგავსება", დაასრულა სპორტულმა დირექტორმა ფრედი ბობიჩმა.

საღამოს ფრანკფურტს ტრავმირებული კაპიტანი დავიდ აბრაჰამი და მაკოტო ჰასებე ვერ დაეხმარებიან. იაპონელ ნახევარმცველს კუნთებთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს.


22-12-2018