სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

კოვაჩის წინა სამატჩო კომენტარები

"ფრანკფურტი განვითარდა და აღმავლობის გზას ადგას. იოვიჩის და რებიჩის სახით ორი ძლიერი თავდასხმელი ჰყავთ. ჰალერიც მშვენიერი ფეხბურთელია, მის შეუფასებლობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს".

"ფრანკფურტს ჩემს გულში ადგილი უკავია. მომდევნო შეხვედრით მოხარული ვარ".

"უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში ბაიერნის მწვრთნელის რანგში ბევრი რამ ვისწავლე. ფრანკფურტში ამის შესაძლებლობას ნაკლებად მივიღებდი".

"შაბათის შეხვედრას სუპერთასის მატჩს არ შევადარებ. მაშინ ორივე გუნდს ბევრი ფეხბურთელი აკლდათ".

"ჩემი ხელმღვანელობით ფრანკფურტი 4-5-1 განლაგებით თამაშობდა. ახლა უფრო 4-3-3-ს იყენებენ. სამი კარგი თავდასხმელი ჰყავთ".

"ზულემ ძალიან დიდი პროგრესი განიცადა. მომავალში ბაიერნისთვის და ნაკრებისთვის უმშნიშვნელოვანესი ფეხბურთელი გახდება".

"ფრანკფურტის ფეხბურთელების მიმართ ინტერესი არ გაგვაჩნია, თან ვიცი, რომ ბობიჩი მოთამაშეებს არ დაგვითმობს".

"ალფონსო დეივისი თანატოლებს სათამაშო უნარებით გადაუსწრო. იანვრიდან პირველი გუნდის წევრი იქნება".

"ზამთრის შესვენებაზე გასვლა მინიმუმ 6-ქულიანი ჩამორჩენით გვსურს".


21-12-2018