სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

კოვაჩი: "რიბერიმ მსოფლიო დონის ბურთი შეაგდო"

"ტაქტიკურად ძალიან ძლიერი გუნდია. დაცვიდან შეტევაზე გადასვლის დროს ძალიან სახიფათოები არიან. სიფრთხილე გვმართებდა. ბიჭებს ვუთხარი, რომ მატჩის ბედს ერთი გოლი გადაწყვეტს, და ეს ბურთი ჩვენ უნდა გაგვეტანა. ყველაფერი ზუსტად ესე მოხდა. რიბერიმ მსოფლიო დონის ბურთი შეაგდო. დარტყმის განახორციელების მომენტამდე მეტოქე ძალიან ლამაზად მოატყუა. მისი ოსტატობა არსად გამქრალა", აღნიშნა ნიკო კოვაჩმა.

"ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. ესეთ მატჩებში ქულების აღება მნიშვნელოვანია", განაცხადა ჰასან სალიჰამიჯიჩმა.

"ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო. შეცდომის დაშვება არც ერთ გუნდს არ სურდა. გოლთან უფრო ახლოს ჩვენ ვიყავით", დაამატა მანუელ ნოიერმა.

"გასულ მატჩში ყველაფერი კარგად განვითარდა. შობა გვიახლოვდება. შედეგის მიღწევაში თოვლის ბაბუამ დაგვეხმარა. შაბათს ფრანკფურტში ქულების მოპოვება მნიშვნელოვანი იქნება", დაასრულა კარლ-ჰაინც რუმენიგემ.


21-12-2018