სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნი - ჰოფენჰაიმი. სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

ალიანც არენა ბუნდესლიგის სტარტს ზედიზედ მეექვსედ უმასპინძლებს. ზაფხულის განმავლობაში რეკორდმაისტერის სტადიონის ტრიბუნები განახლდა.

ბაიერნი პარასკევს საღამოს ბუნდესლიგის სეზონის გახსნის მატჩში ჩემპიონის სტატუსში მეთერთმეტედ ითამაშებს. გასულ 10 შეხვედრაში რეკორდმაისტერმა 9 გამარჯვება მოიპოვა და ერთი ფრედ დაასრულა. ამ მატჩებში მიუნხენელები მინიმუმ 2 ბურთს იტანდნენ (31:7). მხოლოდ 2008 წელს, ჰამბურგთან მატჩში, ბაიერნი ფრეს დასჯერდა (2:2).

გახსნით მატჩებში, მოქმედი ჩემპიონის სტატუსში, ბაიერნს ასევე შთამბეჭდავი სტატისტიკა აქვს. 2002 წლიდან დაწყებული რეკორდმაისტერს არც ერთი გახსნითი მატჩი არ წაუგია (13 მოგება და 3 ფრე). მოგებათა სერია უკვე 9 მატჩს შეადგენს. ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება 2016 წელს დაფიქსირდა. ბაიერნმა ვერდერი ანგარიშით 6:0 გაანადგურა.

მიუნხენელებისგან განსხვავებით, ჰოფენჰაიმი გახსნით მატჩში მონაწილეობას პირველად მიიღებს. "სოფლელებმა" ბაიერნთან ჩატარებულ გასვლით 10 შეხვედრაში მხოლოდ 2 ფრეს მიაღწიეს. ბაიერნმა 8 მატჩი მოიგო. ბურთები, 32:8. უკანასკნელ მატჩში, რომელიც მიმდინარე წლის იანვარში შედგა, მიუნხენელებმა მეტოქე ანგარიშით 5:2 დაამარცხეს. იულიან ნაგელზმანისთვის ბაიერნის წინააღმდეგ 4 ჩატარებულ შეხვედრაში ის წაგება ერთადერთი აღმოჩნდა.


24-08-2018