სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

რანგნიკი: "გუნდის გამოსვლით კმაყოფილი დავრჩი"

"90 წუთის განმავლობაში თანაბარი თამაში იყო. დაგეგმილიდან ბევრი რამ განავახორციელეთ. როგორც წესი, ესეთი მატჩები საყაიმო ანგარიშით სრულდება. გასულ შეხვედრაშიც ფრე სამართლიანი შედეგი იქნებოდა. საერთო ჯამში გუნდის გამოსვლით კმაყოფილი დავრჩი. სახლში დამწუხრებულები დავბრუნდებით. მაგრამ საკუთარ ძალებში რწმენა გაგვაჩნია. გასულ მატჩში დავამტკიცეთ, რომ სატურნირო ცხრილში საკუთარ ადგილს სამართლიანად ვიკავებთ", აღნიშნა ლაიპციგის მწვრთნელმა რალფ რანგნიკმა.

"მარცხი ჩვენთვის სამწუხაროა. ბურთი ორი სახიფათო სიტუაციის შემდეგ გავუშვით. პეტერმა ბურთის მოგერიება შეძლო, მაგრამ დამატებაზე რიბერი პირველი აღმოჩნდა. არ გაგვიმართლა. კარგი თამაში ვაჩვენეთ. დღეს ბევრი ბრძოლა მოგვიწია", დაამატა "ხარების" თავდასხმელმა ტიმო ვერნერმა.


20-12-2018