სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

გუნდმა რთული გამარჯვება მოიპოვა

პირველი ტაიმი პოზიციურ ბრძოლაში წარიმართა. ბაიერნს პირველ 20 წუთში მომენტების შექმნა ვერ გამოსდიოდა.

23-ე წუთზე საგოლე შანსი ლევანდოვსკის ჰქონდა, მაგრამ სამწუხაროდ ბურთი ძელს გაარტყა.

გნაბრიმ კუნთი გაჭიმა, მინდორზე მის ნაცვლად რიბერი შემოვიდა. მეტოქეები ხშირად ფრანგის პროვოცირებას ცდილობდნენ.

36-ე წუთზე ლაიპციგმა კარგი გარღვევა განახორციელა, მაგრამ ზულემ ბურთი კუთხურზე გადააგდო. კუთხურის ჩაწოდების შემდეგ მეტოქემ ბურთი ხარიხას გაარტყა. ბაიერნი გაშვებულ გოლს გადაურჩა.

შესვენებაზე გუნდები ნულოვანი ფრედ გავიდნენ.

მეორე ნახევარი ვერნერის არაზუსტი დარტყმით დაიწყო. ბურთმა ხარიხას ზემოდან გადაუფრინა.

54-ე წუთზე კომანმა ლევანდოვსკიზე გადაცემა შეასრულა, მაგრამ პოლონელი ბურთს ვერ შეწვდა.

კოვაჩმა მეორე ცვლილება გამოიყენა. კომანის ნაცვლად თამაშში სანჩესი ჩაირთო.

64-ე წუთზე რენატომ პირველად გაისროლა, მაგრამ კარებს ააცილა.

შვიდ წუთში მიულერმა შორეულ კუთხეს ცოტათი ააცილა. ალაბამ ფლანგიდან კარგი გადაცემა შეასრულა, მაგრამ თომასმა ვერ გამოიყენა.

78-ე წუთზე გულაჩის ხელებიდან ბურთი გაუვარდა და ზულეს მიუგორდა, მაგრამ ნიკლასმა კარებში ვერ მოარტყა.

თითქმის ეგრევე გულაჩიმ საკუთარი გუნდი უკვე გადაარჩინა. გოლკიპერმა ახლო დისტანციიდან კიმიხის თაური დარტყმა მოიგერია.

და როგორც იქნა 83-ე წუთზე რიბერიმ ანგარიში გახსნა, 1:0! ფრანგმა დამატებაზე იყოჩაღა.

85-ე წუთზე ბაიერნი გადარჩა... პოულსენმა კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი თაური დარტყმით ცოტათი ააცილა.

კომპენსირებულ დროში მსაჯმა ორი წითელი ბარათი ამოიღო: მინდორი სანჩესმა და ილზანკერმა დატოვეს.

ფინალურ სასტვენამდე ანგარიში არ შეცვლილა. ბაიერნი დორტმუნს უკვე 6 ქულით ჩამორჩება.


19-12-2018