სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

ბაიერნი ლაიპციგთან მატჩისთვის კარგი სერიით მივიდა. წლის უკანასკნელ საშინაო შეხვედრაში რეკორდმაისტერი უკვე 31 წლის განმავლობაში არ მარცხდება. ბოლოს მიუნხენელებმა 1987 წლის 28 ნოემბერს დორტმუნდთან ანგარიშით 1:3 წააგეს. ამის შემდეგ ბაიერნმა 24 მატჩი მოიგო და 6 ფრედ დაასრულა. 2016 წელს რეკორდმაისტერი ლაიპციგს ზუსტად რომ წლის უკანასნკნელ მატჩში უმასპინძლა და ანგარიშით 3:0 გაანადგურა.

მომდევნო შეხვედრა გუნდებისთვის, ბუნდესლიგის ფარგლებში, მხოლოდ მეხუთე იქნება. რეკორდმაისტერმა მეტოქე სამჯერ დაამარცხა და ერთი მატჩი დათმო. ალიანც არენაზე გამართულ ორ შეხვედრაში საერთო ანგარიში 5:0 დაფიქსირდა.

ჩემპიონატის უკანასკნელ ორ შეხვედრაში მიუნხენელებმა ორი გამარჯვება მოიპოვეს - ჰანოვერს და ნიურნბერგს 7 ბურთი გაუტანეს და არც ერთი არ მიიღეს. ნიკო კოვაჩის გუნდს ამ წარმატებული სერიის აუცილებლად გაგრძელება სურთ. მიმდინარე ჩემპიონატში ლაიპციგმა 7 "მშრალი" მატჩი ჩაატარა, რაც ტურნირში საუკეთესო მაჩვენებელს წარმოადგენს. ბუნდესლიგაში "ხარებმა" მხოლოდ 14 გოლი გაუშვეს, რაც ასევე საუკეთესო მაჩვენებელია.

უკანასკნელ შეხვედრებში ლაიპციგის გამოსვლებს საინტერესო სერია აქვს. გამარჯვება მარცხით ენაცვლება. უქმეებზე "ხარებმა" მაინცს ანგარიშით 4:1 მოუგეს. აქედან გამომდინარე საღამოს გამარჯვება ბაიერნმა უნდა მოიპოვოს. აღსანიშნავია, რომ გასვლით შეხვედრებში ლაიპციგმა მხოლოდ 8 ქულის მოპოვება შეძლო (21-დან).

იოზუა კიმიხი მშვენიერ კონდიციებში იმყოფება. მიმდინარე ჩემპიონატში მცველმა უკვე 9 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ამ მაჩვენებლით კიმიხი გუნდის საუკეთესო დისპეტჩერად ითვლება. განსაკუთრებით წარმატებულად კიმიხი ლევანდოვსკისთან შეთამაშდა. უქმეებზე ლევანდოვსკიმ კიმიხის ჩაწოდების შემდეგ მიმდინარე სეზონში უკვე 22-ე გოლი მიითვალა. ეს საუკეთესო მაჩვენებელია ევროპის ხუთი მოწინავე ჩემპიონატის შორის. უკანასკნელი 5 გოლიდან ლევანდოვსკიმ თაური დარტყმების შემდეგ 4 მიითვალა, აქედან 3 კიმიხის ჩაწოდებების შემდეგ.

ლაიპციგის რიგებში მშვენიერ კონდიციებში ტიმო ვერნერი ჩადგა. ჩემპიონატში ვერნერმა უკვე 10 გოლი მიითვალა. საინტერესო ფაქტი: ვერნერმა 5 დუბლი შეასრულა. ბაიერნის კარები ფორვარდმა სამჯერ აიღო, მაგრამ ალიანც არენაზე ვერნერს ბურთი ჯერ არ გაუტანია.


19-12-2018