სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

კოვაჩის წინა სამატჩო კომენტარები

"ლივერპულთან მატჩების დიდი მოლოდინი გაგვაჩნია. რთული, მაგრამ წილისყრის მშვენიერი შედეგია. შანსებს 50/50-ზე შევაფასებდი. პირველ შეხვედრამდე წინ კიდევ ორი თვეა. ზამთრის შესვენების განმავლობაში მოტივაციის შენარჩუნებაში დაგვეხმარება".

"შეცდომების რაოდენობა მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ, მხოლოდ ამის შემთხვევაში გასვლის კარგი შანსი გვექნება".

"საკადრო პრობლემები იგივეა. მიმდინარე წელს არიენ რობენი უკვე ვეღარ დაგვეხმარება. ტოლისო და ხამესი ტრავმირებულები არიან. ფრანკ რიბერი გუნდს დაუბრუნდა".

"ჰანოვერთან ძალიან კარგი მატჩი ჩავატარეთ. პირველიდან 90-ე წუთამდე მინდორზე ვდომინირებდით".

"ლაიპციგთან იგივე დონის თამაშის დემონსტრირება გვმართებს, როგორც ეს ჰანოვერთან შევძელით. შანსების გამოყენების დროს ეფექტურები უნდა ვიყოთ".

"უკანასკნელი წლების განმავლობაში ტიმო ვერნერმა პროგრესი განიცადა. ნაკრების მუდმივი წევრი გახდა".

"ოთხშაბათის შეხვედრა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ლაიპციგის ძლიერი მხარეების განეიტრალება გვმართებს. გუნდს კარგად მოვამზადებთ".


18-12-2018