სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

რეაქცია წილისყრის შედეგზე

"მშვენიერი მატჩები იქნება. ლივერპული შესანიშნავი გუნდია, რომელმაც დიდი პროგრესი განიცადა. მათ შემადგენლობაში ძლიერი ფეხბურთელები თამაშობენ - სწრაფები და კრეატიულები არიან. გუნდი ერთი ორგანიზმით მოქმედებს. მშვენიერი ატმოსფერო იქნება. ძალიან მაგარი წილისყრის შედეგია. ნებისმიერ ფეხბურთელისთვის ასეთ დაპირისპირებაში მონაწილეობა ოცნების ტოლფასია", განაცხადა არიენ რობენმა.

"რასაკვირველია, არც ისე მარტივი წილისყრის შედეგი მივიღეთ. ლივერპული ძალიან, ძალიან კარგი გუნდია, რომლის შემადგენლობაში უძლიერესი შემსრულებლები თამაშობენ. წინა წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამოდიოდნენ. ახლა პრემიერ ლიგის ლიდერები არიან. ამ მატჩების დიდი მოლოდინი გვექნება. ენფილდზე ჯერ არ მითამაშია, აქედან გამომდინარე ამ შეხვედრას ძალიან დაველოდები", აღნიშნა დავიდ ალაბამ.

"დიდი გუნდი, უძლიერესი ფეხბურთელები და შესანიშნავი სტადიონი. ძალიან რთული დაპირისპირება იქნება. მაგრამ ყველას დიდი მოლოდინი გაგვაჩნია. პირველ შეხვედრაში დადებითი შედეგის მიღწევა გვმართებს. იდეალური სათამაშო საღამო დაგვჭირდება. დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო ეტაპზე გასვლას შევძლებთ. რობერტო ფირმინოსთან შეხვედრის მოლოდინში ვიქნები. მის წინააღმდეგ თამაში მახარებს. შესანიშნავი იქნება", თქვა ნიკლას ზულემ.

"დიდი მოლოდინი გამაჩნია. წინა გათამაშებაში ლივერპულის წინააღმდეგ ჰოფენჰაიმის რიგებში ვითამაშე. ენფილდზე მშვენიერი ატმოსფერო სუფევდა. დადებითი შედეგის მიღწევა ვერ შევძელით. იმედი მაქვს, რომ ახლა ყველაფერი სხვაგვარად განვითარდება. რთული თამაში იქნება. ლივერპული ძალიან კარგი გუნდია", დაასრულა სერჟ გნაბრიმ.

შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა 19 თებერვალს ენფილდზე გაიმართება, საპასუხო კი 13 მარტს ალიანც არენაზე შედგება.


17-12-2018