სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნმა ლამაზი და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა

მატჩი კიმიხის გოლით დაიწყო. იოზუამ ბურთი უკვე 58-ე წამზე შეაგდო. მარჯვენა მცველმა ლამაზი დარტყმით მეკარესგან შორეული კუთხე დალაშქრა.

მეოცე წუთისთვის მიულერს ანგარიში უნდა გაეზარდა, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან მიულერმა ბურთი კარებს ააცილა.

28-ე წუთზე მიულერმა კარგად გათამაშებული კომბინაცია ისევ ვერ დააგვირგვინა.

მაგრამ ალაბამ იყოჩაღა! კუთხურის შემდეგ ჩაწოდებული ბურთი მცველთან აღმოჩნდა, რომელმაც ერთი შეხებით ულამაზესი ტრაექტორიით კარებში გადააგზავნა, 0:2!

ტაიმის მიწურულს ლევანდოვსკიმ ცოტა "იღორა", მიულერისთვის გადაცემა უნდა შეესრულებინა, მაგრამ პოლონელმა თვითონ დაარტყა და მომენტი გააფუჭა.

44-ე წუთზე პირველი მომენტი მასპინძლებმა შექმნეს, მაგრამ ვეიდანდტმა თაური დარტყმით ბურთი კარებს ააცილა. შესვენებაზე გუნდები ანგარიშით 0:2 გავიდნენ.

53-ე წუთზე თავისი ბურთი გნაბრიმ შეაგდო. საჯარიმოში მცველებმა ბაიერნელს ბევრის საშუალება მისცეს, 0:3!

მიულერს ძალიან არ უმართლებდა. ჯერ თომასის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია, შემდეგ ისევ ააცილა.

62-ე წუთზე ლევანდოვსკიმ თაური დარტყმით ანგარიში 0:4-მდე გაზარდა!

83-ე წუთზე კარგი მომენტი სანჩესმა გააცუდა, რენატო შეცვლაზე შემოიყვანეს. მან კომანი გამოცვალა.

ბოლო წამებზე ლევანდოვსკიმ 100%-ანი მომენტი ვერ გამოიყენა.

ბაიერნმა მორიგი 3 ქულა მოიპოვა და სატურნირო ცხრილში გლადბახს დაეწია.


15-12-2018