სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

ჰანოვერთან გასვლაზე ბაიერნის მოგებათა სერია უკვე 5 მატჩს შეადგენს. კიდევ ერთი გამარჯვების შემთხვევაში მიუნხენელები ისტორიულ რეკორდს დაამყარებენ - ექვსჯერ ზედიზედ ჰანოვერში ჯერ არც ერთ გუნდს არ მოუგია.

ბუნდესლიგის ფარგლებში ბაიერნი და ჰანოვერი ერთმანეთს 57-ე ჯერ შეხვდებიან. რეკორდმაისტერმა 39 მატჩი მოიგო, 8 ფრედ დაასრულა და 9 შეხვდრაში გამარჯვება მეტოქემ იზეიმა. საერთო ჯამში ბაიერნის მოგებათა სერია უკვე 11 მატჩს შეიცავს. უფრო გრძელი სერია მიუნხენელებს მხოლოდ ვერდერთან შეხვედრებში ჰქონდა (16 თამაში). ბაიერნს ჰანოვერისთვის რეკორდული 154 ბურთი აქვს გატანილი.

ნიკო კოვაჩის გუნდს ორთაბრძოლების 54% აქვს მოგებული, რაც ბუნდესლიგის გუნდებს შორის საუკეთესო მაჩვენებელია. ჰანოვერი კი ბოლო ადგილს იკავებს - 48%.

მიმდინარე ჩემპიონატში მიუნხენელები არა მხოლოდ მოგებული ორთაბრძოლების მიხედვით ლიდერობენ, ასევე პირველ ადგილზე თაური დარტყმების შემდეგ გასული გოლების მაჩვენებლითაც იმყოფებიან. ბაიერნის ფეხბურთელებმა თავით უკვე 6 ბურთი შეაგდეს. წინა ტურში ნიურნბერგთან მატჩში ლევანდოვსკიმ ანგარიში თაური დარტყმის შემდეგ გახსნა.

მიულერს ჰანოვერთან წინააღმდეგ თამაში კარგად გამოსდის. 14 ჩატარებულ შეხვედრაში თომასმა 9 გოლი მიითვალა. 29 წლის ფეხბურთელს იგივე სიხშირით მხოლოდ ვერდერის კარები აქვს აღებული. ჰანოვერის წინააღმდეგ უკანასკნელ 5 მატჩში მიულერი საგოლე შეტევებში მონაწილეობას მინიმუმ ერთხელ მაინც იღებდა (6 გოლი და 2 შედეგიანი გადაცემა).


15-12-2018