სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

კოვაჩის წინა სამატჩო კომენტარები

"ოთხშაბათს გასვლითი მატჩი ამსტერდამში გავმართეთ. შაბათს უკვე ჰანოვერს ვეთამაშებით. შემადგენლობის დასახელების დროს "ინგლისური" კვირის დატვირთვას აუცილებლად გავითვალისწინებ".

"პირველად უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური სტადია მარცხის გარეშე დავასრულეთ. ამსტერდამში 1:2-ის შემდეგ ხასიათი გამოვაჟღავნეთ".

"ჰანოვერთან მატჩში მხოლოდ გამარჯვების მოპოვებაზე ვფიქრობთ. შეცდომების დაშვების უფლება უკვე აღარ გვაქვს".

"2018 წელს რობენი უკვე ვეღარ დაგვეხმარება. მას ტრავმა აწუხებს და რისკზე წასვლა არ გვსურს. იმედი მაქვს, რომ 4 იანვრისთვის მწყობრში ჩადგება".

"ჰანოვერი რთულ სიტუაციაში იმყოფება. უკან დასახევი გზა არ აქვთ. სიფრთხილე გვმართებს. მეტოქეს სწრაფი თავდასხმელები ჰყავთ".

"ჰუმელსის შესაძლებლობები ჩემთვის ცნობილია. მატსი მსოფლიო ჩემპიონია. ხავი და ტიაგოც უმაღლესი დონის ფეხბურთელები არიან, მაგრამ ბაიერნში გამოდიან, სადაც ხანდახან სათადარიგოთა სკამზე ჯდომა გიწევს".

"ზამთრის შესვენებამდე ჩემპიონატში დარჩენილი სამივე შეხვედრის მოგება გვსურს".

"ჰანოვერში დისციპლინირებული თამაში გვმართებს. ეს გუნდის ყველა რგოლს ეხება".


14-12-2018