სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ნიკო კოვაჩის წინა სამატჩო კომენტარები.

"სეზონის დაწყებით მოხარულები ვართ. მომზადების 7-კვირიანი ციკლი ძალიან გრძელი მოგვეჩვენა, მაგრამ ახლა გუნდი კარგ კონდიციებში იმყოფება".

"ნაგელზმანმა ჰოფენჰაიმი ტოპ კლუბად აქცია. შარშან წინ მეოთხე ადგილზე გავიდნენ, გასულ სეზონში სამეულში შევიდნენ".

"წინა სეზონში ბაიერნში არ მიმუშავია, ლევანდოვსკის ირგვლივ შექმნილი სიტუაცია ჩემთვის უცნობი იყო. ახლა ფორვარდმა დაამტკიცა, რომ გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. მან უკვე 4 მნიშვნელოვანი ბურთის გატანა მოასწრო".

"რუდისთან დაკავშირებით სიახლეები არ მაქვს. იმ შემთხვევაში, თუ ბაიერნში დარჩება მას, როგორც ყველა სხვა ფეხბურთელს, სათამაშო დრო აუცილებლად მიეცემა".

"მანუ გუნდის ლიდერია, ბაიერნში და ნაკრებში კაპიტნის სამკლაურს ატარებს. მეტოქეები მას დიდ პატივს სცემენ. მიხარია, რომ ისევ მწყობრშია და ხვალ მინდორზე გამოვა".

"ხამესს ტრავმა აწუხებდა. მის ბედს მატჩის წინ გადავწყვიტავ".

"დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ ჩემი გუნდი საუკეთესო თამაშს აჩვენებს, რადგანაც მშვენიერ კონდიციებში იმყოფება".


23-08-2018