სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნი მაინც პირველია!

ძალიან დინამიური პირველი ტაიმი გამოდგა. გუნდებმა უამრავი მომენტი შექმნეს. ბაიერნმა თავისი შანსი გამოიყენა. მე-12 წუთზე გოლი ლევანდოვსკიმ მიითვალა. პოლონელმა მეტოქის კარები ახლო მანძილიდან აიღო, 0:1!

აიაქსი ძალიან სწრაფ ფეხბურთს თამაშობდა. ბაიერნელებს მეტოქესთან გამკვლავება უჭირდა. რაფინიამ ყვითელი მიიღო. ასევე მსაჯმა კიმიხიც გააფრთხილა, რომელმაც არბიტრთან კამატში შევიდა.

61-ე წუთზე აიაქსმა ანგარიშის გათანაბრება შეძლო... თითქმის ეგრევე ლევანდოვსკის მეორე ბურთის გატანა შეეძლო, მაგრამ მეტოქის მეკარემ დარტყმა სასწაულად მოიგერია.

66-ე წუთზე აიაქსს ფეხბურთელი გაუგდეს, რომელმაც გორეცკას წინააღმდეგ ძალიან უხეში ვარდნა განახორციელა.

75-ე წუთზე მიულერმა ტალიაფიკო ვერ დაინახა და ნახტომში ფეხი თავში ჩაარტყა, რასაც წითელი ბარათი მოჰყვა.

82-ე წუთზე ბოატენგმა მეტოქე მოცელა და პენალტი აიკიდა. ტადიჩმა, 11-მეტრიანი გამოიყენა, 2:1.

მატჩის მიწურულს ტიაგომ პენალტი მოიპოვა! ლევანდოვსკი დუბლი მიითვალა და ანგარიში გაათანაბრა, 2:2!

ბოლო წუთებზე კომანმა აიაქსის კარები მესამედ აიღო, 2:3!!!

მატჩის კომპენსირებულ დროში ტალიაფიკომ გაიტანა, 3:3...

ბაიერნმა ჯგუფი მოიგო!!!


13-12-2018