სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

სიტუაცია საკმაოდ ნათელია: აიაქსს ჯგუფის მოსაგებად გამარჯვება ჭირდება, ბაიერნს ფრეც დააკმაყოფილებს. ბოლო დროს ჰოლანდიელები საკუთარ კედლებში ძლიერად გამოდიან: მიმდინარე სეზონში აიაქსმა ევროთასების ყველა საშინაო მატჩი მოიგო, საერთო ანგარიშით - 12:1! თავის მხრივ ბაიერნს ჩემპიონთა ლიგაზე 7-მატჩიანი წაუგებელი სერია დაუგროვდა (6 გამარჯვება და ფრე).

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე ტურნირში ბაიერნმა და აიაქსმა მხოლოდ ორ-ორი ბურთი გაუშვეს, რაც ყველა მონაწილეს შორის საუკეთესო მაჩვენებელს წარმოადგენს. ასევე ორ-ორი გაშვებული ბურთი იუვენტუსს, რეალს, დორტმუნდს და მანჩესტერს აქვთ. მაგრამ ბაიერნს ლევანდოვსკის სახით ჯოკერი ჰყავს. მესისთან ერთად პოლონელ ფორვარდს აქტივში 5 გოლი აქვს. ლევანდოვსკიმ მხოლოდ აიაქსს პირველ მატჩში ვერ გაუტანა.

ჩემპიონთა ლიგაზე ბაიერნს საქმეები მშვენივრად აქვს! მიმდინარე გათამაშებაში ნიკო კოვაჩის გუნდმა 15 ქულიდან 13 დააგროვა, რაც ბოლო 4 სეზონის განმავლობაში საუკეთესო მაჩვენებელს წარმოადგენს. აიაქსთან მატჩი ბაიერნისთვის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური სტადიის ფარგლებში საიუბილეო 150-ე იქნება.


12-12-2018