სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ზულე: "ჯგუფის მოგება აუცილებელია"

"ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება აუცილებელია. პლეიოფში უკვე გავედით, რაც დასახული მიზნის მინიმუმს წარმოადგენდა. მაგრამ მთავარი ამოცანა ჯგუფში პირველობაა. ცოტას ხნის ნაკრების რიგებში ამსტერდამს ვესტუმრე. ძალიან ლამაზი სტადიონი აქვთ. აიაქსი ძლიერი გუნდია. ალიანც არენაზე ძალიან კარგი თამაში აჩვენეს. შემადგენლობაში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი ჰყავთ. განსხვავებული თამაშის დემონსტრირება გვმართებს, ვიდრე ეს პირველ შეხვედრაში მოვახერხეთ. ჩვენი საყრდენი ნახევარმცველები კიმიხი და გორეცკა ძალიან ბევრს გადაადგილდებიან, საიმედოდ გამოიყურებიან, ბურთს კარგად ფლობენ. მათ უკან თამაში სიამოვნებას მანიჭებს", აღნიშნა ნიკლას ზულემ.

მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ბაიერნმა 5 ტურის შემდეგ 13 ქულა დააგროვა და მხოლოდ 2 ბურთი გაუშვა, რაც წინა წლების შედარებით საუკეთესო მაჩვენებელია.


11-12-2018