სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბლიც ინტერვიუ ლეონ გორეცკასთან

ვინ იყო თქვენი კუმირი?
"მამა ჩემი".

ვინ იყო თქვენი ბავშვობის გმირი?
"პირველს ვისაც ვიხსენებ დარიუშ ვოშია. ბოჰუმის ღირსებას იცავდა, 10-ნომრიანი მაისურით თამაშობდა. მშვენიერი ფეხბურთელი იყო, რომელიც ულამაზესს ბურთებს იტანდა. სტადიონზე მისი თამაშის საყურებლად დავდიოდი. ჩემი კუმირი იყო".

რატომ 18 ნომერი?
"რვიანის აღება მსურდა, რადგანაც ჩემი საყვარელი ნომერია, მაგრამ უკვე დაკავებული იყო. 18 ნომრის აღება მომიწია. ამ ნომრით ბოჰუმში გამოვდიოდი, რომელთანაც კარგი მოგონებები მაკავშირებს".

სკოლაში როგორ სწავლობდით?
"საშუალო განათლების მიღება შევძელი. ვფიქრობ, რომ ამით მასწავლებლები შოკში ჩავაგდე. ბედნიერი ვარ, რომ ეს გამომივიდა".

თქვენი საყვარელი კერძი?
"ბევრი საყვარელი კერძი მაქვს. მაგრამ დიეტას ვიცავ და ვერ ვჭამ ყველაფერს".

პლიაჟი თუ მთები?
"პლიაჟი".

აღწერეთ საკუთარი თავი სამი სიტყვით?
"ამბიციური, ერთგული და შეუპოვარი".

თქვენი საყვარელი პოზიცია მოედანზე: 6,8,10?
"რვიანი".

FIFA თუ Fortnite?
"FIFA".

თქვენი საყვარელი სერიალი?
"შერლოქ ჰოლმსი და ფორს მაჟორები".

"ჰეშთეგების" მეფე რომელია? კიმიხი თუ გორეცკა?
"მშვენიერი კითხვაა. ვფიქრობ, რომ ფანატები უკეთ გიპასუხებენ".


23-08-2018