სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

რუმენიგე: "დარჩენილი 4 მატჩის მოგება გვსურს"

"დერბიში ნულზე ვითამაშეთ, რაც მნიშვნელოვანი იყო. ბოლო დროს ძალიან ბევრ გოლს ვუშვებდით და საკუთარ კედლებში უპირატესობის შენარჩუნება ვერ გამოგვდიოდა. ძალების აღსადგენად საკმაოდ დრო გაგვაჩნია", აღნიშნა ნიკო კოვაჩმა.

"კარგი თამაშის დემონსტრირების გაგრძელება გვსურს. ამსტერდამში გავემგზავრებით, სადაც ჯგუფში პირველი ადგილის შენარჩუნება გვმართებს. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი ამოცანაა", დაამატა ლეონ გორეცკამ.

"წლის ბოლომდე 4 შეხვედრის გამართვა დაგვრჩა. ოთხივეში გამარჯვების მოპოვება იდეალური შედეგი იქნებოდა. ამის შემდეგ საშობაო დღესასწაულებზე კარგი განწყობით გადავერთვებით და ახალ წელს მხიარულად შევხდებით", დაასრულა კარლ-ჰაინც რუმენიგემ.


10-12-2018