სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

კიოლნერი: "უფრო ხისტი თამაში გვმართებდა"

"0:3-ით წაგების შემთხვევაში, რასაკვირველია, კმაყოფილი ვერ იქნები. მატჩის დიდი ნაწილის განმავლობაში დაცვაში კარგად გამოვიყურებოდით. გასვლით შეხვედრებში ეს ნაკლებად გამოგვდიოდა. რა თქმა უნდა, სახლში ნული ქულით დაბრუნება ნაკლებად სასიამოვნოა. მეტოქეს ორთაბრძოლებში ნამეტანად დიდი პატივი ვეცით. უფრო ხისტი თამაში გვმართებდა. მეორეს მხრივ, ბაიერნი სწრაფი გუნდია და ორთაბრძოლებში მათ წინააღმდეგ აქტიური თამაშის დემონსტრირება ძალიან რთულია", აღნიშნა ნიურნბერგის თავკაცმა მიხაელ კიოლნერმა.

"გვსურდა, რომ ბაიერნს გამარჯვებისთვის რაც უფრო დიდი ფასი გადაეხადა. მიმდინარე სეზონში ძლიერ მეტოქეებთან ჩვენ პრობლემები გვქონდა, რამდენიმეჯერ დიდი ანგარიშით დავმარცხდით. გასულ მატჩში ეს არ მოხდა, მაგრამ მარცხი ანგარიშით 0:3 ნაკლებად სასიამოვნოა. სიტუაციას რეალისტურად ვუყურებთ, მეორე ბუნდესლიგიდან დავბრუნდით და ქულების მოპოვება გვირთულდება. პირველ ტაიმში მორცხვად ვთამაშობდით. ორთაბრძოლებში უფრო აგრესიულები უნდა ვყოფილიყავით", განაცხადა ნიურნბერგის მცველმა გეორგ მარგრაიტერმა.


09-12-2018