სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

დამაჯერებელი გამარჯვება დერბიში

ალიანც არენაზე შეხვედრა ბაიერნმა ტრადიციულად აქტიურად დაიწყო. ბურთს ხშირად ფლობდა და მატჩს სრულად აკონტროლებდა.

მე-8 წუთზე კუთხურიდან ჩაწოდებული გადაცემა მეტოქის კარების აღებით დასრულდა. ბურთი კეფით ლევანდოვსკიმ შეაგდო, 1:0!

მე-13 წუთზე კარგი დარტყმა რიბერიმ განახორციელა, მაგრამ ნიურნბერგი მეორე გაშვებული ბურთისგან მეკარემ იხსნა.

ტაიმის ეკვატორზე ლევანდოვსკის დუბლის შესრულება შეეძლო. თანაგუნდელების ლამაზი კომბინაცია პოლონელმა კარგად ვერ დაასრულა. ბურთი კარებს ზემოდან ასცდა.

27-ე წუთზე ლევანდოვსკიმ თავისას მიაღწია. საშუალო დისტანციიდან კარგი დარტყმა გორეცკას გამოუვიდა, ბურთი ხარიხას მოხვდა, მაგრამ დამატებაზე Lewy-მ იყოჩაღა, 2:0!

პირველი შეტევა ნიურნბერგმა 30-ე წუთზე განახორციელა, რომელიც არაზუსტი დარტყმით დასრულდა.

თითქმის ეგრევე მიუნხენელებმა კინაღამ მესამე ბურთი შეაგდეს, მაგრამ მეტოქის მეკარემ დარტყმა სასწაულ ნახტომში მოიგერია.

39-ე წუთზე ლევანდოვსკიმ კარების მიმართულებით კიდევ ერთხელ დაარტყა, მაგრამ ცოტათი ააცილა.

მეორე ნახევარი ბაიერნს მესამე გოლით უნდა დაეწყო, მაგრამ კიმიხის დარტყმა მეკარემ მოიგერია.

56-ე წუთზე ნიურნბერგის კარები რიბერიმაც აიღო. მიმდინარე ჩემპიონატში ფრანგისთვის პირველი გოლი იყო, 3:0!

8 წუთში ნიურნბერგს ანგარიშის შემცირება შეეძლო, მაგრამ სტუმრებმა საბოლოო ჯამში მხოლოდ კუთხური მოიპოვეს.

კოვაჩმა ცვლილელები გააკეთა. მინდორზე კომანი, ტიაგო და ვაგნერი გამოჩდნენ. სკამზე დასასვენებლად რიბერი, გნაბრი და გორეცკა გადაინაცვლეს.

77-ე წუთზე კომანს მეოთხე ბურთის გატანა შეეძლო, მაგრამ ფრანგმა კარებს ააცილა.

მატჩის მიწურულს სტატისტიკისთვის ნიურნბერგმა კიდევ ერთი დარტყმა განახორციელა. ნოიერი ბურთს ადგილზე დახვდა.

90-ე წუთზე კიმიხმა ბურთი ხარიხას გაარტყა. მატჩი ანგარიშით 3:0 დასრულდა.


08-12-2018