სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

კიოლნერი: "ბაიერნისგან დამალვას არ ვაპირებთ"

"იდეალური მატჩის ჩატარება გვმართებს. დაცვაში საიმედოდ უნდა ვითამაშოთ. ამავდროულად აუცილებელია, რომ მეტოქეს საუკეთესო შეხვედრა არ გამოუვიდეს. ამ ყველაფერთან ერთად იღბალი დაგვჭირდება", განაცხადა ნიურნბერგის თავკაცმა მიხაელ კიოლნერმა.

საღამოს შეხვედრაში ნიურნბერგს კაპიტანი ჰანო ბერენსი ვერ დაეხმარება. მას ტრავმა აწუხებს. ნიურნბერგს კიდევ 4 ტრავმირებული ფეხბურთელი ჰყავს.

"მეტოქისგან დამალვას არ ვაპირებთ. ვიცით, რომ მონაწილეობის მიღება ლატარეაში მოგვიწევს და გამარჯვების მოპოვების შანსი მინიმალურია", დაასრულა კიოლნერმა.


08-12-2018