სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ინტერვიუ ლეონ გორეცკასთან

ლეონ, მომდევნო ტურში შინ ნიურნბერგს ეთამაშებით. რას ელოდებით მატჩისგან?
"რა თქმა უნდა გამარჯვების მოპოვება გვსურს. ბევრი ქულა დავკარგეთ. მომდევნო შეხვედრების მოგება გვმართებს".

ნახევარდაცვის ცენტრში კიმიხთან ერთად კარგ წყვილს შეადგენთ.
"დიახ, ურთიერთგაგება კარგ დონეზე გვაქვს აყვანილი. ერთად U21 ასაკობრივ ნაკრებში ვთამაშობდით".

როგორ გრძნობთ თავს საყრდენი ნახევარმცველის როლში?
"რა თქმა უნდა, ახლა შეტევაზე უფრო იშვიათად გადავდივარ. მაგრამ გუნდი წარმატებულ სვლას განაგრძობს. 6-ანის ფუნქციების შესასრულებლად მზად ვარ".

ახალ გუნდში აკლიმატიზაცია გავლილი გაქვთ უკვე?
"ვფიქრობ, რომ ბაიერნში სწორ დროს გადავედი. ყველა დეტალი ავწონე. ახლა საკუთარ მიღებულ გადაწყვეტილებაში 100%-ით დარწმუნებული ვარ".

ჩვენთვის გახდა ცნობილი, რომ მატჩების წინ აგრესიულ მუსიკას უსმენთ.
"ბოლოს AC/DC-ს "Thunderstruck"-ს მოვუსმინე. ხშირად გერმანულ რეპსაც ვუსმენ. Samy Deluxe-ის ტექსტები მომწონს".

რას გრძნობთ ბაიერნის მაისურში თამაშის დროს?
"ამ მომენტისთვის დიდ სიამოვნებას ვგრძნობ. დიდი მიზნების მიღწევა მსურს. ამისთვის მაქსიმალურად დახარჯვა მმართებს. ვთვლი, რომ კარგ გზას ვადგავარ".


07-12-2018