სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

კოვაჩის წინა სამატჩო კომენტარები

"ნახევარდაცვის ცენტრში კიმიხი გორეცკასთან ძალიან კარგად გამოიყურებიან. მათი თამაშით კმაყოფილი ვარ".

"როტაციას ნაკლებად ვიყენებ, მაგრამ ზოგ ფეხბურთელს დასვენებისთვის პაუზა მიეცემა".

"ნებისმიერ შეხვედრას სერიოზულობით ვეკიდებით. შაბათს ბავარიული დერბის ჩატარება გველის. ძალიან მნიშვნელოვანი დაპირისპირებაა ჩვენთვის".

"ჩემს განკარგულებაში 16 მინდვრის ფეხბურთელია. რობენის თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ არის. დაცვის ცენტრში, დიდი ალბათობით, ბოატენგს და ზულეს დავაყენებ".

"შაბათს ნიურნბერგი სავარაუდოდ დაცვიდან ითამაშებს. მეტოქე თავისუფალი სივრცეების შეზღუდვას ეცდება. დიუსელდორფთან მსგავსი მატჩის მოლოდინში ვარ. სწრაფი ბურთის გატანა გვმართებს".

"ბაიერნის სათავეში ჩემთვის პირველი ხუთი თვე ძალიან სასარგებლო იყო. ბევრი დასკვნა გამოვიტანე და საინტერესო გამოცდილება დავაგროვე".


07-12-2018