სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნმა დახურული ვარჯიში ჩაატარა

ხუთშაბათს ნიკო კოვაჩმა დახურული ვარჯიში ჩაატარა. გუნდი ბოლოსწინა "ინგლისური" კვირისთვის სრული კონცენტრაციით ემზადება და გამარჯვების მოპოვება სურს.

"ნიურნბერგს სახლში ვუმასპინძლებთ, აქედან გამომდინარე ფავორიტის სტატუსში ვიქნებით. მაგრამ კონცენტრაციის შენარჩუნება 90 წუთის განმავლობაში გვმართებს. საკუთარი მოგებათა სერიის გახანგრძლივების კარგი შანსი გაგვაჩნია. მატჩიდან მატჩამდე უნდა ვიფიქროთ. უკანასკნელი კვირების განმავლობაში კარგად ვივარჯიშეთ. გუნდი კარგ გზას ადგას", განაცხადა ნიკლას ზულემ.

კინგზლი კომანი ისევ საერთო ჯგუფში ვარჯიშობდა. რობენმა ვარჯიში ბარძაყთან დაკავშირებული პრობლემების გამო გამოტოვა. ტრავმები ხამესს და ტოლისსოს ისევ აწუხებთ. დანარჩენმა ფეხბურთელებმა სრულფასოვნად იმუშავეს.


07-12-2018