სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

მათეუსი: "კოვაჩმა ფსონი ახალგაზრდებზე უნდა გააკეთოს"

"ბაიერნის შემადგენლობაში არიან ფეხბურთელები, რომლებმაც გუნდში 6 სეზონზე მეტი ჩაატარეს. დრო მიდის, ფეხბურთი უფრო სწრაფი ხდება. ახალგაზრდა თაობას დამკვიდრება სურს. ბაიერნის უდიდესი შეცდომა იმაშია, რომ სეზონის დაწყებამდე ცვლილები არ მოუხდენიათ. მიუნხენელებს კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელები ჰყავთ. კოვაჩმა მათ შანსი უნდა მისცეს. მაგრამ უმეტეს წილად ხორვატ მწვრთნელს თანამშრომლობა ძველ მოთამაშეებთან უწევს, რომლებსაც მოტივაციის ნაკლებობა აქვთ. ეს გასაკვირი სულაც არ არის. საიდან უნდა გქონდეს მოტივაცია ფეხბურთელს, რომელმაც ვერცხლის სინი ზედიზედ ექვსჯერ მოიგო?! ", აღნიშნა ლოთარ მათეუსმა.


06-12-2018