სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნი ნიურნბერგთან მატჩისთვის მზადდებას შეუდგა

ორი დასვენების დღის და ფიზიკური მომზადების ტესტის შემდეგ ბაიერნი ნიურნბერგთან შეხვედრისთვის მზადდებას შეუდგა. ნიკო კოვაჩის განკარგულებაში იოზუა კიმიხი და ფრანკ რიბერი დაბრუნდნენ, რომლებმაც ვერდერთან მატჩში მცირე ტრავმები მიიღეს. ვარჯიში არიენ რობენმა გამოტოვა, რომელსაც ბარძაყმა შეაწუხა.

ვარჯიშზე ნიკო კოვაჩმა ძირითადი აქცენტი ტაქტიკაზე გაამახვილა. გუნდმა, ორ საყრდენ ნახევარმცველზე თამაშის გადასვლის შემდეგ 4 მცველსა და 2 ნახევარმცველს შორის შეთამაშებას, დიდი დრო დაუთმო. ნიკო კოვაჩი პროცესს არა მხოლოდ ხელმძღვანელობდა, არამედ გადაცემების მთავარი შემსრულებელი იყო.


06-12-2018