სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნმა ტესტი გაიარა

გადატვირთული წელი დასასრულს უახლოვდება. ბაიერნელებმა უკან ათეულობით "ინგლისური" კვირა და სანაკრებო მატჩები ჩამოიტოვეს. შაბათის შეხვედრამდე ნიურნბერგის წინააღმდეგ ნიკო კოვაჩმა ფეხბურთელებს ფიზიკური კონდიციების შემოწმება ჩაუტარა. ჰოლგერ ბროიჰის ხელმძღვანელობით სამედიცინო შტაბმა ფეხბურთელების ფიზიკური მდგომარეობის მონაცემები შეაგროვა. ორ ჯგუფში ბაიერნელები სპეციალურ ტესტს გადიოდნენ.

დილის 9 საათზე პირველებმა ტესტი რობერტ ლევანდოვსკიმ და ჯერომ ბოატენგმა ჩააბარეს. შემდეგ არიენ რობენის და ალფონსო დეივისის ჯერი დადგა. სეზონის დაწყებამდე გუნდი ანალოგიურ ტესტს უკვე გადიოდა.

სანამ ფეხბურთელების უმრავლესობა ტესტს გადიოდა, ნოიერი და დანარჩენი გოლკიპერები მინდორზე ვარჯიშობდნენ. ოთხშაბათს გუნდი სრულ შემადგენლობაში ღია ვარჯიშს ჩაატარებს.


05-12-2018