სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

გნაბრი: "გამარჯვებამ კარგ ხასიათზე დაგვაყენა"

"მოპოვებულმა გამარჯვებამ საკუთარ ძალებში თავდაჯერებულობა შეგვმატა, კარგ ხასიათზე დაგვაყენა. გასულ მატჩში მეტოქეს ბევრის საშუალება არ მივეცით. საბოლოო ჯამში შეხვედრა გამარჯვებამდე მივიყვანეთ. სატურნირო ცხრილის მდგომარეობა ჩვენთვის ცნობილია, აქედან გამომდინარე 3 ქულის მოპოვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. რა თქმა უნდა, ძალიან მოხარული ვარ, რომ საკუთარი ორი გოლით გუნდს მოგება მოვუტანე. შემადგენლობაში რამდენიმე ტრავმირებული ფეხბურთელი დაგვიბრუნდა, რაც ძალიან კარგი ამბავია, რადგანაც გუნდს კონკურენცია სჭირდება", თქვა სერჟ გნაბრიმ.


02-12-2018