სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

გნაბრის დუბლით ბაიერნმა 3 ქულა მოიპოვა

მატჩი ძალიან ხალისიანად დაიწყო. მომენტები ლევანდოვსკის და რიბერის ჰქონდეს. პირველ შემთხვევაში ვერდერი მეკარემ იხსნა, მეორე არბიტრმა ფრანგის წაქცევის გამო პენალტი არ დანიშნა.

მე-20 წუთზე გნაბრიმ ახლო მანძილიდან ვერდერის კარები აიღო, 0:1! მორიგი ასისტი კიმიხმა მიითვალა.

22-ე წუთზე კარგი საგოლე შანსი მასპინძლებს ჰქონდათ. ბაიერნი ნოიერმა გადაარჩინა.

მიუნხენელები შეტევებს განაგრძობდნენ. კარგი მომენტი მიულერს ჰქონდა, მაგრამ თომასის თაური დარტყმა კარებს ასცდა.

28-ე წუთზე ვერდერმა ზედიზედ ორი საგოლე შანსი შექმნა. ბაიერნი ისევ კაპიტანმა გადაარჩინა.

ბრემენელებმა თავისას მიაღწიეს. 33-ე წუთზე ოსაკომ თაური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა, 1:1...

რიბერიმ ტრავმა მიიღო, მის ნაცვლად მინდორზე კომანი გამოვიდა, რომელიც თვითონ ტრავმა მხოლოდ ახლა მოიშუშა.

40-ე წუთზე კარგი მომენტი ლევანდოვსკიმ ვერ გამოიყენა. პოლონელმა ბურთი კარებს ზემოდან ააცილა.

შესვენებაზე გუნდები საყაიმო ანგარიშით გავიდნენ, 1:1.

მეორე ტაიმი გნაბრიმ დუბლი მიითვალა, 1:2! ახლო მანძილიდან ბრემენის ყოფილმა ფეხბურთელმა პავლენკას კარები აიღო!

58-ე წუთზე ვერდერი ნოკდაუნიდან გამოვიდა. "მუსიკოსებმა" ანგარიში კინაღამ გაათანაბრეს.

74-ე წუთზე ალაბამ გაისროლა, მაგრამ ბურთი კარებს ასცდა.

80-ე წუთზე ტრავმის შემდეგ ტიაგო დაბრუნდა. მან მატჩის გმირი გნაბრი შეცვალა.

85-ე წუთზე არბიტრმა მოისანდერს ხელის თამაში აპატია. მცველს ყვითელი ჰქონდა და მეორე გაფრთხილების შემთხვევაში მინდვრის დატოვება მოუწევდა.

მატჩის მიწურულს მიულერი მარტინეზმა შეცვალა. მოისანდერს მინდვრის დატოვება მაინც მოუწია. მცველმა ლევანდოვსკის უხეშად ეთამაშა.

მიუნეხენელებმა 3 ქულა მოიპოვეს.


01-12-2018