სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ჰიონესი: "სეზონის გადარჩენა კიდევ შეგვიძლია"

"ბაიერნს 291.000 ოფიციალური წევრი ჰყავს. ამ მაჩვენებლით მსოფლიოს უდიდესი კლუბი ვართ. კლუბი თქვენით ცოცხლობს, თქვენ ბაიერნის სული ხართ. უკანასკნელი 8 კვირის განმავლობაში გუნდში გადახალისება მოვაწყეთ, რასაც, რასაკვირველია, სირთულეები მოჰყვა. მაგრამ ნიკო კოვაჩს სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ. მომდევნო კვირებში მწვრთნელმა შექმნილი სირთულეები უნდა გადალახოს. რთული სეზონის მოლოდინში ვართ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მის გადარჩენას შევძლებთ. ბოლო კვირის განმავლობაში დადებით ძვრებს ვხედავ. საერთო ჯგუფს რამდენიმე ტრავმირებული ფეხბურთელი დაუბრუნდა. ასევე გაუმჯობესდა დამოკიდებულება სამწვრთნელო შტაბსა და გუნდს შორის. ეს ატმოსფერო გუნდს წაადგება. პრესაში ოლივერ კანის სახელი ხშირად კურირებს. ამ თემას მომდევნო შეხვედრაზე დავუბრუნდებით, რომელიც თებერვალში გაიმართება. მომდევნო წელს გუნდის შემადგენლობის გასაძლიერებლად დიდ ინვესტიციებს ჩავდებთ. საერთაშორისო არენაზე კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება გვმართებს. ბაიერნი ყოველთვის დიდი მიზნებისთვის უნდა მიისწრაფებოდეს", აღნიშნა ული ჰიონესმა.


01-12-2018