სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

რუმენიგე: "ბაიერნის ლექსიკონში სიტყვა "დანებება" არ არსებობს"

"იუპი მოვიდა, სიტუაცია შეაფასა და საბოლოოდ გამარჯვება მოიპოვა. ძვირფასო იუპ, პენსიაზე დასვენება დაიმსახურე. ასევე მადლობას ვიდალს, შტარკეს, ბერნატს და რუდის ვუხდი, რომლებმაც გუნდი ზაფხულში დატოვეს. ახლა დორტმუნდთან 9 ქულა გვაშორებს. რა თქმა უნდა, ყოველწლიურად ჩემპიონები ვერ გავხდებით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სინის მოპოვების სურვილი არ გაგვაჩნია. ბაიერნის ლექსიკონში სიტყვა "დანებება" არ არსებობს. იმედი მაქვს, რომ კოვაჩი სტაბილურ და წარმატებულ გზას დაადგება. მისი ადამიანური თვისებები ძალიან მომწონს. მსურს, რომ ბაიერნი გრძელი ვადით გაწვრთნას. ჩემპიონთა ლიგაზე აიაქსთან მნიშვნელოვანი მატჩის გამართვა გველის, რომელიც ჯგუფში პირველი ადგილის ბედს გადაწყვეტს. საქმე პრესტიჟს და ფინანსებს ეხება", აღნიშნა კარლ-ჰაინც რუმენიგემ.


01-12-2018