სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

მატჩის ციფრები და რიცხვები

ბენფიკასთან შეხვედრაში, რომელიც ანგარიშით 5:1 დასრულდა, ბაიერნმა უმაღლესი დონის ფეხბურთი აჩვენა. არიენ რობენის მეორე გოლი რეკორდმაისტერისთვის ჩემპიონთა ლიგაზე საიუბილერო 450-ე აღმოჩნდა. უფრო მეტი მხოლოდ რეალს (548) და ბარსელონას (487) აქვთ გატანილი. სამშაბათის მატჩის შემდეგ მიუნხენელებს 453 გოლი დაუგროვდა. ევროთასებზე არიენ რობენმა ბაიერნის მაისურში 25-ე და 26-ე გოლები მიითვალა. ამ მაჩვენებლით ჰოლანდიელი დიტერ ჰიონესს დაეწია. კლუბის ისტორიაში ევროთასებზე მეტი გატანილი ბურთი მხოლოდ 4 ფეხბურთელს აქვთ.

ბენფიკასთან შეხვედრაში დუბლი ასევე რობერტ ლევანდოვსკიმაც მიითვალა, რომელიც მისთვის ჩემპიონთა ლიგაზე ბაიერნის რიგებში მეშვიდე აღმოჩნდა. არც ერთ სხვა ბაიერნის ფეხბურთელს ამ შედეგისთვის არ მიუღწევია. ჩემპიონთა ლიგის 77 მატჩში ლევანდოვსკიმ 51 გოლი მიითვალა. უფრო სწრაფად ეს მაჩვენებელი მხოლოდ ვან ნისტელროიმა (62 მატჩში) და მესიმ (66) გადალახეს. საერთო ჯამში უფრო მეტი ბურთი მხოლოდ 5 ფეხბურთელმა გაიტანეს.

ბენფიკასთან შეხვედრა რაფინიასთვის ორმაგად საიუბილეო აღმოჩნდა. სამშაბათს საღამოს ბრაზილიელმა ბაიერნის მაისურში 250-ე და ევროთასებზე 50-ე მატჩები ჩაატარა.


28-11-2018