სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნი 1/8 ფინალში გავიდა!

პირველი ტაიმი არიენ რობენის ბენეფისად იქცა. ჰოლანდიელმა დუბლი მიითვალა. აღსანიშნავია პირველი გოლი, რომელიც არიენმა ლამაზი გარღვევით და მშვენიერი დარტყმით მეკარესგან შორეულ ცხრიანში დააგვირგვინა. ერთი-ორ ეპიზოდში ბენფიკა მეკარემ გადაარჩინა.

ბაიერნს სრული უპირატესობა ჰქონდა. პირველი მომენტი სტუმრებმა 26-ე წუთზე შექმნეს, მაგრამ ნოიერმა ცენტრალური მცველის ფუნქცია შეასრულა.

შესვენებამდე თავისი ბურთი ლევანდოვსკიმ მიითვალა. ჩემპიონთა ლიგაზე პოლონელი ფორვარდისთვის საიუბილეო 50-ე გოლი აღმოჩნდა.

მეორე ნახევარი ბენფიკას გოლით დაიწყო. პორტუგალიელებს სწრაფი შეტევა გამოუვიდა. ჟედსონი ნოიერთან პირისპირ გავიდა და კაპიტანს შანსი არ დაუტოვა, 3:1.

თითქმის ეგრევე შანსი რიბერის ჰქონდა, მაგრამ ბენფიკა გოლისგან ისევ მეკარემ იხსნა.

მაგრამ ლევანდოვსკის სამბურთიანი უპირატესობა აღადგინა. პოლონელმა ბენფიკას კარები ისევ თაური დარტყმით დალაშქრა.

72-ე წუთზე მატჩის გმირის რობენის ნაცვლად მინდორზე რენატო სანჩესი გამოვიდა. პორტუგალიელი თავის ყოფილ კლუბს დაუპირისპირდა.

5 წუთში ბენფიკას კარები ფრანკ რიბერი აიღო, 5:1!

მატჩის დასასრულამდე ანგარიში არ შეცვლილა. ბაიერნმა მერვედფინალის საგზური გაიფორმა!


28-11-2018