სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ლევანდოვსკი: "გულით ბაიერნელი ვარ"

"აპრილის და მაისის თვეებში რთულ სიტუაციაში ვიყავი. 2-3 მნიშვნელოვან შეხვედრაში ბურთის გატანა ვერ გამომივიდა და კრიტიკის ცეცხლ ქვეშ მომაქციეს. ამ დროს კლუბის ბოსების მხრიდან მხარდაჭერა ვერ ვიგრძენი, რაც ჩემთვის სამწუხარო ფაქტი აღმოჩნდა. მაშინ გუნდის დატოვებაზე დავფიქრდი. მაგრამ გულით მაინც ბაიერნელი ვარ. გულშემატკივრებისგან თანადგომას ვგრძნობ. მათ ჩემი კლუბში დარჩენა სურთ. უცხოურ გუნდში გადასვლის შესახებ უკვე აღარ ვფიქრობ. პინი ზაჰავისთან კონტრაქტი გავახანგრძლივე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემ სხვა კლუბში ტრანსფერზე იმუშავებს. აგენტს ბევრი სხვა ფუნქციაც გააჩნია", თქვა რობერტ ლევანდოვსკიმ.


22-08-2018