სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნი - ბენფიკა. სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

საკუთარ კედლებში ბაიერნი პორტუგალიური კლუბების წინააღმდეგ დიდი სიამოვნებით თამაშობს. 12 მატჩიდან მიუნხენელებმა 10 მოიგეს ( 2 ფრე). ბენფიკამ მიუნხენში 4 შეხვედრა ჩაატარა და ოთხივეში დამარცხდა.

საერთო ჯამში ბაიერნი ბენფიკასთან 9 მატჩი ჩაატარა. მიუნხენელებმა 6 მოიგეს და 3 ფრედ დაასრულეს. ბურთები, 21:6. ბაიერნის მოგებათა სერია 67%-ს შეადგენს. საერთო ჯამში მიუნხენელებმა პორტუგალიურ კლუბებთან გამართულ 27 შეხვედრიდან მხოლოდ 2 წააგო (16 გამარჯვება დ 2 ფრე).

მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ბენფიკა გასვლით შეხვედრებს წარუმატებლად ატარებს. პორტუგალიელებმა მხოლოდ აეკ-ს ანგარიშით 3:2 მოუგეს.

ოთხი ტურის შემდეგ ბაიერნი 10 ქულით ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს. უკანასკნელ 3 წელიწადში მიუნხენელებს ამ მონაკვეთზე მხოლოდ 9 ქულა ჰქონდათ. უკანასკნელად ბაიერნი ჯგუფური სტადია მარცხის გარეშე 2014/15 წწ. სეზონში დაასრულეს. მთავარი მიზეზია დაცვის საიმედო თამაში. ბაიერნს და შალკეს მხოლოდ ერთი ბურთი აქვთ გაშვებული. საკლუბო რეკორდი მიუნხენელებმა 2001/02 წწ. სეზონში დაამყარეს - მხოლოდ 2 გაშვებული გოლი.

ორჯერ მიუნხენელებმა გაიტანეს კუთხურების შემდეგ, თითო ჯერ ბურთი საჯარიმო დარტყმიდან და პენალტიდან გავიდა. 2018 წელს ბაიერნელებმა გოლების ნახევარზე მეტი (57%) სტანდარტებიდან შეაგდეს. წინა სეზონში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 8% შეადგენდა.


27-11-2018