სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ნიკო კოვაჩის წინა სამატჩო კომენტარები

"დასაწყისში სანჩესს გაუჭირდა, რადგანაც უცხო ქვეყანაში მოხვდა. ახლა კარგად განვითარდა. უმაღლესი დონის ფეხბურთელია. ნაკრებშიც დააბრუნეს. მას მომატება შეუძლია".

"ფორტუნასთან საყაიმო შედეგით დამწუხრებული ვიყავი. მეტოქეს ქულები ბოლო წუთზე ვაჩუქეთ".

"14 მინდვრის ფეხბურთელი გყვავს, რომლებიც დარწმუმებული ვარ ბოლომდე დაიხარჯებიან".

"ბენფიკას სათამაშო გეგმა ჩემთვის უცნობია. მეტოქეს დავაკვირდებით".

"პლეიოფში გასასვლელად მხოლოდ ერთი ქულა გვჭირდება, მაგრამ გამარჯვების მოპოვება გვსურს".

"ჰიონესმა იცის, რომ მებრძოლი ვარ. დანებებას არ ვაპირებ".

"სამშაბათს ჩვენ კომანი, გნაბრი, ხამესი, ტიაგო და ტოლისო ვერ დაგვეხმარებიან. მაგრამ მატჩის მოგება დარჩენილი ფეხბურთელებითაც შეგვიძლია".

"გოლები მცირე შეცდომების შემდეგ ვუშვებთ. ნოიერს ვუსამძიმრებ. მის კარებში განახორციელებული უკანასკნელი 20 დარტყმიდან 17 გოლით დასრულდა".

"ბენფიკას მატჩის მოგება სჭირდება. ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავთ, რომლებსაც შეხვედრის ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ".

"ვფიქრობ, რომ სამშაბათის შეხვედრა ჩემთვის მწვრთნელის პოსტზე ბოლო არ იქნება".


26-11-2018