სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ფუნკელი: "ძალიან ბედნიერი ვარ"

"რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერი ვარ, რადგანაც მატჩის მიწურულს ანგარიშის გათანაბრება მოვახერხეთ. მნიშვნელოვანია, რომ მეორე ბურთის გაშვების მერეც დასახული გეგმის მიხედვით თამაშს ვაგრძელებდით. თავს კომპაქტურად ვიცავდით. ბაიერნის მიერ მეოთხე ბურთის გატანის შემთხვევაში ჩვენთვის ალბათ ყველაფერი დასრულდებოდა. ფსონი ლუკებაკიოს სიჩქარეზე გავაკეთეთ. რა თქმა უნდა, იღბალმაც გაგვიღიმა. მიუნხენში ქულის აღება გამარჯვების ტოლფასია", აღნიშნა ფორტუნას თავკაცმა ფრიდჰელმ ფუნკელმა.

"რთული მატჩი იყო. ვიცოდით, რომ დაპირისპირება გერმანიის საუკეთესო გუნდთან მოგვიწევს. ბოლომდე დახარჯვა გვსურდა და ჩვენ ეს მოვახერხეთ", დაამატა დოდი ლუკებაკიომ.


25-11-2018