სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

დიუსელდორფთან მხოლოდ ფრე...

შეხვედრის დაწყების წინ სალიჰამიჯიჩმა და რუმენიგემ მიულერს და ლევანდოვსკის სამახსოვრო სუვენირები გადასცეს. შეგახსენებთ, რომ ნაკრებებში ფეხბურთელებმა 100-მატჩიან ზღვარს გადააბიჯეს.

შეხვედრა ფორტუნას შეტევებით დაიწყო. ნოიერს თამაშში ჩართვა ორჯერ მოუწია. მაგრამ მეოცე წუთისთვის ბაიერნმა ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა. მეტოქის კარები ჯერ ზულემ და შემდგომში მიულერმა აიღეს - 2:0!

ტაიმის შუა მონაკვეთში ლევანდოვსკი გააქტიურდა. პოლონელმა ორი დარტყმა განახორციელა, მაგრამ ორივე არაზუსტი აღმოჩნდა.

შესვენებამდე ფორტუნამ ერთი ბურთი გაჰქვითა. ბოატენგმა და ზულემ კონცენტრაცია დაკარგეს და ლუკებაკიომ ახლო მანძილიდან ბურთი კარებში გადააგზავნა. ნოიერი უძლური აღმოჩნდა.

59-ე წუთზე დუბლი მიულერმა მიითვალა. თომასს საშუალო დისტანციიდან კარგი დარტყმა გამოუვიდა.

5 წუთში ფორტუნამ კარგი შანსი ვერ გამოიყენა. სტუმრების კაპიტანმა თაური დარტყმით კარებს ცოტათი ააცილა.

77-ე წუთზე ლუკებაკიომ ბაიერნს მეორე ბურთი გაუტანა, 3:2...

ბოატენგის მშვენიერი გადაცემის შემდეგ ლევანდოვსკიმ მომდევნო ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა. შემდეგ პოლონელის თაური დარტყმაც არაზუსტი აღმოჩნდა.

მატჩის მიწურულს ლევანდოვსკიმ ცარიელ კარებს ააცილა...

შეხვედრის დამატებულ დროში ლუკებაკიომ ჰეთ-ტრიკი მიითვალა, 3:3...


24-11-2018