სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნი - ფორტუნა. სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

ჟერომ ბოატენგს დიუსელდორფის ფორტუნასთან განსაკუთრებული მოგონებები აკავშირებენ. 2013 წლის მარტში ცენტრალურმა მცველმა შეხვედრის 86-ე წუთზე ბაიერნს გამარჯვება ანგარიშით 3:2 მოუტანა. ბუნდესლიგაში ბოასთვის ის გოლი პირველი აღმოჩნდა (130-ე მატჩში).

ბაიერნმა ფორტუნასთან 46 შეხვედრა გამართა. აქედან რეკორდმაისტერმა 27 მატჩი მოიგო, 9 ფრედ დაასრულა და 10-ჯერ მარცხი იწვნია. ბურთები, 106:59. ამ მეტოქის წინააღმდეგ მიუნხენელებს 4 მატჩიანი მოგებათა სერია დაუგროვდა. უკანასკნელ 7 შეხვედრაში ბაიერნელები ფორტუნას მინიმუმ ორ ბურთს უტანდნენ (სულ 22 გოლი).

ალიანც არენაზე თამაში აუტსაიდერებს ყოველთვის უჭირდათ. ბაიერნმა მე-17 ან მე-18 ადგილზე მყოფ გუნდთან მხოლოდ ერთხელ წააგო (2006 წლის ნოემბერში ჰანოვერთან, 0:1). ბოლო საშინაო 12 მატჩი ბაიერნმა აუტსაიდერების წინააღმდეგ საერთო ანგარიშით 32:4 მოიგო. სატურნირო ცხრილში ფორტუნა მე-17 ადგილზე იმყოფება.

არც ერთ სხვა გუნდთან ფორტუნას უარესი სტატისტიკა არ აქვს როგორც ბაიერნთან: 27 მარცხი და 106 გაშვებული ბურთი. თავის ისტორიაში დიუსელდორფის გუნდმა ყველა დიდი ანგარიშით მარცხი ზუსტად ბაიერნისგან იწვნია: 1982 წლის თებერვალში მიუნხენურ ოლიმპიაშტადიონზე მასპინძლებმა ფორტუნა ანგარიშით 7:0 გაანადგურეს.

მიმდინარე სეზონში დიუსელდორფი არც ისე კარგად გამოიყურება - 11 შეხვედრაში მხოლოდ 8 ქულა. ამასთან ერთად გასვლაზე ფორტუნას უკვე 19 მატჩის განმავლობაში გამარჯვება არ მოუპოვებია (15 მარცხი და 4 ფრე). მაგრამ სანაკრებო პაუზის დაწყებამდე დიუსელდორმა ჰერტას ანგარიშით 4:1 მოუგო და იმ შეხვედრაში იმდები ბურთი გაიტანა, რაც წინა 8 მატჩი ჰქონდა შეგდებული.


24-11-2018