სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

კოვაჩის წინა სამატჩო კომენტარები

"კომანი და ტიაგო დიუსელდორფთან და ბენფიკასთან ვერ ითამაშებენ. რობენის მდგომარეობას დავაკვირდებით. მზადყოფნაში დაბრუნების შემთხვევაში მინდორზე გამოვა".

"დეივისს აქაური დონესთვის მიჩვევა დაჭირდება. დროის რაღაც პერიოდი უნდა მივცეთ. ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია. 1 იანვრიდან თამაშს შეძლებს. მის გამოყენებას როგორც პირველ ასევე მეორე გუნდში ვგეგმავთ".

"ჩემპიონატში დანებებას არ ვაპირებთ. ყოველი მომდევნო მატჩის მოგება გვსურს. შაბათის შეხვედრაში ამ სერიის დაწყება უნდა ვცადოთ".

"დიუსელდორფის წინააღმდეგ შეხვედრაში იგივე თამაშის დემონსტრირება გვმართებს, რაც დორტმუნდთან პირველ ტაიმში შევძელით. ამ შემთხვევაში მატჩს მოვიგებთ".

"ლევანდოვსკის მუხლი აწუხებდა. ახლაც მცირე ტკივილებს გრძნობს, მაგრამ ვფიქრობ, რომ შაბათს სასტარტო შემადგენლობაში გამოსვლას შეძლებს".

"დიუსელდორფთან მატჩში სწრაფი გოლის შეგდება და ამის შემდეგ წარმატების განვითარებას ვეცდებით. ფრაიბურგთან და აუგსბურგთან შეხვედრებში ეს ნაკლებად გამოგვივიდა და ამის გამო 4 ქულა დავკარგეთ".


23-11-2018