სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

რუმენიგე: "დეივისი წაურმოდგენლად სწრაფი ფეხბურთელია"

რუმენიგე...

... კომანის შესახებ: "რამდენიმე ფეხბურთელი ტრავმის გამო გუნდს აკლია. პირველ რიგში ეს კომანს ეხება, რომელმაც ტრავმა პირველ ტურში მიიღო. ჩვენთვის ძალიან სამწუხარო ამბავი იყო. მწყობრში დაბრუნდა, მაგრამ არ ვიცი შაბათის შეხვედრის განაცხადში თუ იქნება. ვთვლი, რომ ყველაზე გვიან მინდორს მომდევნო კვირაში დაუბრუნდება. ჩვენი შეტევის ხაზის მნიშვნელოვანი ელემენტია".

... საკუთარი მომავლის შესახებ: "მოქმედი კონტრაქტი 2019 წლის 31 დეკემბრამდე მაქვს. ული ჰიონესმა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ფიქრი მთხოვეს. ამის გაკეთებას ახლო მომავალში ვაპირებ. შემდეგ ულის გავესაუბრები".

... ფრანკ რიბერის შესახებ: "ვამტკიცებ, რომ ფრანკის საქციელი დორტმუნდთან შეხვედრის შემდეგ არ მოგვეწონა. ვფიქრობ, რომ ემოციების ბრალია, რადგანაც საწყენი მარცხი ანგარიშით 2:3 ვიწვნიეთ. ულის, ხასანის, ფრანკის და ტელეჟურნალისტს შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც რიბერიმ თანამემამულეს ბოდიში მოუხადა. აქედან გამომდინარე თემა დაიხურა, რაც ყველაზე მთავარია".

... სეზონის მსვლელობის შესახებ: "კარგი სტარტი გვქონდა. გამარჯვებებთან ერთად მშვენიერ ფეხბურთს ვაჩვენებდით. მაგრამ აღსანიშნავია, რომ აუგსბურგთან მატჩის შემდეგ წარმატებული სვლა შევაჩერეთ. დროა ამ გზას დავუბრუნდეთ და შაბათის შეხვედრაში გუნდს ამის გაკეთება შეუძლია. გუნდი და მწვრთნელი იციან, რომ დაკარგული პოზიციების დაბრუნება მმართებთ".

... ალფონსო დეივისის შესახებ: "თამაში 1 იანვრიდან შეუძლია, როდესაც სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება. მას გავეცანი, ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. ეს ვარჯიშსაც ეხება, რომელშიც მონაწილეობა მიიღო. წარმოუდგენლად სწრაფი ფეხბურთელია. ფურორის მოხდენას ვუსურვებთ. მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ მხოლოდ 18 წლის არის. ამერიკის MLS-ში გამოდიოდა. მოთმინება გვმართებს".


23-11-2018