სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ლიოვი: "როისის თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას"

"ითამაშებს თუ არა ორშაბათს მარკო როისი ჯერ ვერ გეტყვით. შაბათს ნახევარმცველი ტკივილებს ჯერ კიდევ გრძნობდა. ყველაფერი მატჩის დღეს დასკვნით ვარჯიშზე გადაწყება. იმ შემთხვევაში თუ როისი 100%-ან მზადყოფნაში არ იქნება, მაშინ მე მას არ დავაყენებ. ჰოლანდიის ნაკრები ენერგიულად და აგრესიულად თამაშობს. მათ რონალდ კუმანის სახით მშვენიერი მწვრთნელი ჰყავთ, რომელიც გუნდს შემოქმედებით ფეხბურთს ათამაშებს. თომას მიულერმა მნიშვნელოვან ნიშნულს მიაღწია. 30 წელი ჯერ არ შეუსრულდა, მაგრამ მას 100 მატჩიან ზღვართან ერთი ნაბიჯი აშორებს. თომასი დიდ პატივს იმსახურებს", აღნიშნა იოაჰიმ ლიოვმა.


18-11-2018