სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ლიოვი: "A დივიზიონში დარჩენის შანსები დავკარგეთ"

"ჰოლანდიის გამარჯვება საფრანგეთის ნაკრებზე ჩვენთვის სამწუხაროა, რადგანაც ამ შედეგმა A დივიზიონში დარჩენის შანსები დაგვაკარგვინა. მაგრამ ჩვენთვის 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი უფრო მნიშვნელოვანია. ძლიერი და ახალგაზრდა ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ნაკრების შექმნა გვსურს. ორშაბათს ამ წარუმატებელი წლის დასრულება გამარჯვების მოპოვებით და საუკეთესო თამაშის დემონსტრირებით გვსურს. გილზენკირჰენში გულშემატკივრებთან კარგ განწყობაზე დამშვიდობება გვმართებს", აღნიშნა იოაჰიმ ლიოვმა.

შეგახსენებთ, რომ პარასკევს საღამოს ჰოლანდიელებმა მსოფლიო ჩემპიონები ანგარიშით 2:0 დაამარცხეს.


17-11-2018