სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ლიოვი: "მატჩის ბედი პირველ ტაიმში გადაწყდა"

"ძალიან კარგი პირველი ტაიმი გამოგვივიდა. მეორე ნახევარში დინამიკამ დაიკლო. ზონებს არც ისე კარგად ვავსებდით, როგორც ეს პირველ 45 წუთში ვახერხებდით. მინდორზე ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავდა, ჯერ არც ისე სტაბილურად თამაშობენ. მაგრამ მატჩის ბედი უკვე პირველი ნახევრის შემდეგ იყო გადაწყვეტილი. შედეგი მთავარი არ იყო. პირველ პლანზე თავისუფალი ზონების გამოყენებას და მეტოქის კარებთან მომენტების შექმნას დავაყენებდი, რაც უფრო მნიშვნელოვანი იყო. ფორვარდებისგან ცივსისხლიანობას ველოდებოდი. ბოლო ორი დღის განმავლობაში შეტევაში პროდუქტიულობაზე ვსაუბრობდით. გნაბრიმ მშვენივრად ითამაშა, ბურთს ფლობდა. კარგად გადაადგილდებოდა. მისი თამაში ძალიან მომწონს. ახალგაზრდა ფეხბურთელებს დრო ჭირდებათ. მსოფლიო ჩემპიონატი ჩვენთვის წარუმატებელი გამოდგა. მაგრამ მანამდე შესარჩევი ციკლის ათივე შეხვედრა მოვიგეთ. ადრე მითქვამს, რომ ნაკრებს გაახალგაზრდევა ჭირდება. ძალიან პერსპექტიული ახალგაზრდა ფეხბურთელები გვყავს. დიდი პოტენციალი გააჩნიათ. მაგრამ დიდი ტურნირების მოსაგებად მათ 100%-ით დახარჯვა მმართებთ", აღნიშნა იოაჰიმ ლიოვმა.


16-11-2018